საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრძანებით ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
დღემდე, ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.