spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე რაქვიაშვილი – სალომე ზურაბიშვილის აღქმა როგორც ოპოზიციონერის ან ოპოზიციის გამაერთიანებლის, ძალიან უხერხულად გამოიყურება

სალომე ზურაბიშვილის აღქმა როგორც ოპოზიციონერის, ოპოზიციური ლიდერის ან ოპოზიციის გამაერთიანებლის, ძალიან უხერხულად გამოიყურება, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს “ქართული ოცნების” დამაზიანებელი არაფერი გაუკეთებია. “მე არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციურად განწყობილი. შინაარსობრივად მას არ მიუღია არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც “ქართულ ოცნებას” დააზიანებს.   სალომე ზურაბიშვილის აღქმა, როგორც ოპოზიციონერის, ოპოზიციური ლიდერის, ან ოპოზიციის გამაერთიანებლის ძალიან უხერხულად გამოიყურება. მთელი ოპოზიცია ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი “ლელოს” გარდა”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროევროპულ პარტიებს ერთი ქოლგის  ქვეშ იწვევს. ამ დრომდე უცნობია, პარტია “ნაციონალური მოძრაობა’’ და “ლელო’’ იქნებიან თუ არა ამ გაერთიანებაში, “გირჩი’’ და პარტია “მოქალაქეები’’ კი თავად არ აპირებენ ამ პროცესში ჩართვას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები