spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი აშშ-ის ელჩს შეხვდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე.

 

ოთარ არბოლიშვილმა დიპლომატს დაუდასტურა მზადყოფნა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორული ურთიერთობები.

 

“მართლაც მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კულტურული მემკვიდრეობა, ტურისტული და სამეწარმეო რესურსები ბორჯომის რეალობაში. ამ კუთხით ამერიკის ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება ბორჯომის მუნიციპალიტეტზე. აგრეთვე, მხარდაჭერა გამოგვიცხადა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა სფეროში დასაქმებული აქტიური თანამშრომლებისთვის. შეგვიძლია შუამდგომლობა გავუწიოთ კომპანიებს, რათა მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღონ”, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები