spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა.

 

სოფელი ტაბაწყურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ  შეხვედრებს  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი,  საკრებულოს დეპუტატი, ადგილობრივი თვითმმართველობის და ადმინისტრაციული ერთეულის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტაბაწყურის, ბალანთის, მოლითისა და ჭიხარულას მცხოვრებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და  ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რას მოხმარდება გამოყოფილი თანხა.

 

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000  ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული 872 000 ლარი დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები