spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზუგდიდში 70 წლამდე ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს

ზუგდიდში 70 წლამდე ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს. 

 

არსებული ინფორმაციით, გასულ ღამეს ქალს მეზობელი საკუთარ სახლში თავს დაესხა და მასზე ძალადობა სცადა. მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

ქალმა მისი ამოცნობა მას შემდეგ შეძლო, რაც მოძალადეს ნიღაბი ჩამოხსნა, რის შემდეგაც მამაკაცი გაიქცა, თუმცა ის ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები