საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო.
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად, მემორიალურ კომპლექს „წიწერნაკაბერდში“ იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.