spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – 40%-იანი ბარიერის გაუქმებით “ქართული ოცნება” ადასტურებს, რომ მას 40%-იც კი შეიძლება სათუო გაუხდეს

მართალია, “ქართული ოცნება” იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ მას 40%-იც კი შეიძლება სათუო გაუხდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე ამტკიცებენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოში 2024 წლის არჩევნებს და მის ჩატარებას სრულფასოვანი პროცესის თვალსაზრისით.

 

“ყოველ ნაბიჯზე დასტურდება, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოში 2024 წლის არჩევნებს და მის ჩატარებას სრულფასოვანი პროცესის თვალსაზრისით. ამის ნაწილია საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ძალით მიღებული ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების და მოქალაქეების მოსაზრებებს საქართველოს ხელისუფლება არ ისმენს. რაც შეეხება მომდევნო დაკვირვებას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, “ქართული ოცნება” იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ მას 40%-იც კი შეიძლება სათუო გაუხდეს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

“ქართული ოცნება” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. ამავდროულად, საარჩევნო სიების ფორმირებისას, დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები