რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია დროებით შეწყდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ზვავში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე გააგრძელებენ.
ადგილზე იმყოფება შსს-ს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც, რომელმაც სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილ 48 წლის დიტო გოგოლაძეს მეორე დღეა, ეძებენ.