spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – პირველივე ტურში შეიძლება წააგოს ხელისუფლებამ არჩევნები თუ ოპოზიცია გადაეწყობა ახალ სათამაშო სტილზე

პირველივე ტურში შეიძლება წააგოს ხელისუფლებამ არჩევნები თუ ოპოზიცია გადაეწყობა ახალ სათამაშო სტილზე და პირველ ტურში დაუჭერენ ერთ ოპოზიციონერს სხვადასხვა ადგილას მხარს, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ოცნება” მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ შეიძლება, ვერ გაიყოს ადგილები და ვერ კონსოლიდირდეს, რის შემდეგაც ხმები მის მხარეს დარჩება.

 

“ახლა “ქართულმა ოცნებამ” იმის გამო, რომ ოპოზიციამ შეიძლება, ვერ გაიყოს ადგილები და ვერ კონსოლიდირდეს, როგორსაც ახლა ხედავს საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დროს, თვლის, რომ ოპოზიცია ერთმანეთს წაართმევს ხმებს და მათი მხარე უფრო მეტ ხმას აიღებს, ვიდრე ერთი კონკრეტული ოპოზიციონერი. ამიტომ, უნდათ, რომ პირველივე ტურში მოიგონ. თუ მოხდება ისე, რომ  ოპოზიცია გადაეწყობა ახალ სათამაშო სტილზე და პირველ ტურში დაუჭერენ ერთ ოპოზიციონერს საერთოდ სხვადასხვა ადგილას მხარს, პირველივე ტურში შეიძლება წააგოს ხელისუფლებამ არჩევნები”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები