spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიაში ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 29 წლის ნატო ხელაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას ქმარი არ მოუკლავს და დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა.

 

ადვოკატებმა პროცესზე მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებაც წარმოადგინეს, სადაც მოზარდები ამბობენ, რომ დანაშაული ნატო ხელაძეს არ ჩაუდენია.

 

დაცვის მხარე ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა, ბრალდება კი პატიმრობას.

 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე – 1987 წელს დაბადებულ მ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს

 

დანაშაული თავისუფლების  16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები