spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ცუცქირიძე – ხვალ ვგეგმავთ, რომ მოვაწყოთ დიდი დემოკრატიული წარმომადგენლობითი სამოქალაქო შეკრება და ვეპატიჟებით ყველას

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორის ლევან ცუცქირიძის განცხადებით, “ხვალ იგეგმება დემოკრატიული წარმომადგენლობითი სამოქალაქო შეკრება, სადაც მიწვეული იქნება მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები”.

 

“ახლა აღარაა დრო “მე ამასთან არ დავდგები”, ” მე იმას არ დაველაპარაკები”. “მე იმან შარშან მაწყენინა და სამაგიერო უნდა გადავუხადო”. ახლა არის იმის დრო, რომ ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ყველა გავერთიანდეთ ამ ავანტიურის წინაშე, რაც დღეს საქართველოში კეთდება. დღეს გვაქვს ეგზისტენციალური, სასიცოცხლო საფრთხე ემუქრება ქართულ დემოკრატიას და მის ევროპულ მომავალს.

 

ჩვენ ხვალვე ვგეგმავთ უკვე, რომ მოვაწყოთ დიდი დემოკრატიული წარმომადგენლობითი სამოქალაქო შეკრება და ვეპატიჟებით ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს.

 

გავავრცელებთ დღესვე მოგვიანებით, რომ ჩვენ დავსხდეთ მრგვალი მაგიდის გარშემო და გადავწყვიტოთ, როგორ ვიცავთ საქართველოს თავისუფლებას”, – განაცხადა ცუცქირიძემ “ფორმულას” ეთერში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები