spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ვეფხვაძე – ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარმა ბინამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მინდა საოცრად დიდი ბედნიერება ვუსურვო

ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარმა ბინამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მინდა საოცრად დიდი ბედნიერება ვუსურვო, მან კიდევ არ იცის რამხელა ბედნიერება მომანიჭა, – ამის შესახებ 9 აპრილის გმირმა ლელა ვეფხვაძემ გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” განაცხადა.

 

“ბინა მიყიდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე ვცხოვრობდი ქირით და უკვე ხელშეკრულებაც გაფორმებული მქონდა და ორი წელი კიდე უნდა მეცხოვრა. როცა კოვიდის პირველი პერიოდი დამთავრდა დამირეკა დიასახლისმა, რომ უნდა გავყიდო და დაცალე ბინაო. ეს ჩემთვის იყო შოკი, რადგან კიდევ ორი წელიწადი მშვიდად უნდა მეცხოვრა. გარდა ქირის გადახდისა, მე ყველგან ვერ მივალ, მეტროსა და სახლს შორის სიარული ჩემით უნდა მოვახერხო. მე საერთოდ სოციალური ქსელის დიდი მომხმარებელი არასდროს არ ვყოფილვარ და იმდენად დიდი შოკი იყო, რომ დავწერე „როდემდე, ხომ შეიძლება ჩემი კატეგორიის ადამიანებს ჰქონდეთ ბინა და არ მოუწიოთ, რომ ვიღაცამ უთხრას დაცალე და წადი აქედან“. ამ სტატუსზე შევიძინე მეგობრები, რომლებიც სოციალური ქსელით მიგროვებდნენ ფულს, რომლებიც დაუკავშირდნენ ბიძინა ივანიშვილს და მან გამოხატა სურვილი, რომ ჩემთვის ეყიდა ბინა”, – განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.

 

გადაცემაში მოწვეულმა ლელა ვეფხვაძის მეგობარმა მოჰყვა, რომ მიწერა წერილი ბიძინა ივანიშვილს და მაშინვე დაუკავშირდა “ქართუ ფონდი” პირადად ივანიშვილის დავალებით. მოძებნეს ბინა ვარკეთილის ტერიტორიაზე, სადაც ლელასთვის ხელსაყრელია და ადაპტირებულია იმ ტერიტორიასთან, შეარჩიეს 4 ოთახიანი ბინა და „ქართუ ფონდმა“ სრულად დააფინანსა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები