სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები სკოლების ნაწილში მუშაობა უკვე დასრულდა, ნაწილში კი გრძელდება.
როგორც Front News-ს სუსში განუცხადეს, ამ დროისთვის იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა არც ერთ სკოლაში არ არის აღმოჩენილი.
მისივე ინფორმაციით, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გრძელდება.
განცხადება გაავრცელა 146-ე სკოლამ, სადაც ამ დროისთვის შემოწმება დასრულებულია.
“გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა შესაბამისი უწყების მიერ და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს“, – აღნიშნულია 146-ე საჯარო სკოლის განცხადებაში.
მანამდე, სამართალდამცველები მუშაობდნენ ავლაბარში, 98-ე საჯარო სკოლაშიც, სადაც ასევე, არაფერი არ აღმოჩნდა.
21 აპრილის საღამოს რუსულენოვან ახლად შექმნილ ტელეგრამ არხზე გავრცელდა მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომ 22 აპრილს თბილისის კონკრეტულ სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ტერაქტებს გეგმავდნენ.