spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აუსტრევიჩუსი – მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიზნობრივი სანქციები გამოიყენონ მათ მიმართ, ვინც აორგანიზებს დემონსტრანტების დევნას

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეთ მათ, ვინც მშვიდობიანი აქციის დაშლის ორგანიზატორია.

 

“საქართველოს სტატუსი ევროკავშირის წევრობის თვალსაზრისით გულისხმობს პოლიტიკურ რეფორმებს. ძალისხმევა, რომ გამართლდეს რეპრესიული კანონი ე.წ დასავლურ პრაქტიკებზე მითითებით არის წმინდა წყლის პათეტიკა. ასეთი კანონი რუსულ ავტორიტარიზმზეა დამიზნებული, ასევე, თბილად მივესალმები საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ოპოზიციაშია და წინააღმდეგობას უწევს ასეთ კანონს.

 

მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიზნობრივი სანქციები გამოიყენონ მათ მიმართ, ვინც აორგანიზებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნას, კონკრეტულად ზვიად ხარაზიშვილის და ვაჟა სირაძის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული სანქციები, რომლებიც მოქმედებენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები