spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, უბრალოდ ისინი აკეთებენ რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს

ამ ქვეყანაში მთავარი პროდასავლელი ოპოზიციონერი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და შესაბამისად, მისი პატიმრობაც პირდაპირ უკავშირდება სასამართლო კლანს და რუსულ ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, “ოცნება” იქცევა რუსულად და ანტისახელმწიფოებრივ საქმეებს აკეთებს.

 

“ამ ქვეყანაში მთავარი პროდასავლელი ოპოზიციონერი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და შესაბამისად, მისი პატიმრობაც პირდაპირ უკავშირდება სასამართლო კლანს, რუსულ ხელისუფლებას და შესაბამისია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებები. ალბათ, ყველას გვესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არცერთი პარტნიორი არ ჰყავს დასავლეთში, მათი მეგობრები არიან პესკოვი, ლავროვი, პუტინი და ასე შემდეგ,  ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

 

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, უბრალოდ ისინი აკეთებენ რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს. ჩვენ გვირჩევნია დასანქცირების ნაცვლად რუსული კანონი გაიწვიონ და ქართველ ხალხს ევროკავშირის გზაზე წინ არ გადაეღობოს ივანიშვილი და ის ხელისუფლება, რომელიც მზად არის მეორე მოსმენაზეც დაუჭირონ მხარი რუსულ კანონს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები