spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – სწორედ ეს, რაც ქვეყანაში ხდება, აუცილებლად წალეკავს ამ მმართველობას

მე  დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს, რაც ქვეყანაში ხდება, აუცილებლად წალეკავს ამ მმართველობას, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამ რაოდენობის სტუდენტები საქართველოში არასდროს გამოსულან აქციებზე.

 

“მთავარი არის, რომ პროტესტი არ შეჩერდება. ეს ახალგაზრდა თაობა, არასდროს ამ რაოდენობით არ გამოსულა საქართველოში, სტუდენტების ასეთი აქტიურობა არასდროს ყოფილა და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს, რაც ქვეყანაში ხდება, აუცილებლად წალეკავს ამ მმართველობას. 

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის აღსრულება დაიწყება თუ ხელისუფლება არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ გაიწვიოს ეს “რუსული კანონი” უკან, რომელიც ქვეყანაში სპობს მთავარს – განვითარებას, განვითარებას  აი, ამ ახალგაზრდების”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები