თერჯოლის მუნიციპალიტეტში სპორტული და საბავშვო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, პროექტის ფარგლებში 7 საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა სკოლამდელ დაწესებულებებსა და სოფლის ცენტრებში: ვარდიგორა, ზედა სიმონეთი, გოგნი, რუფოთი, ზედა ალისუბანი, ბარდუბანი -2.
სპორტული ტრენაჟორები კი მოეწყო 8 ადმინისტრაციულ ერთეულში: ქ.თერჯოლა, ტელეფა, ნახშირღელე, ჩხარი-ეწერი, ზედა ალისუბანი, ეწერი, კვახჭირი, ნაგარევი.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, ახალი სპორტული და საბავშვო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტში, ბავშვთა და მოზარდთა განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოემსახურება.