პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატს მარიამ ლაშხს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
“თინა ბოკუჩავა რომ მარიამ ლაშხს ფიზიკურად შეეხება, ეს სუფთად ნაცური საქციელია!!
თუმცა, თინა ბოკუჩავას მოწოდებით პარლამენტის წინ რომ აქციებს აწყობთ ეს უკვე დიაგნოზია”, – წერს ნინო წილოსანი.