spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტუდენტების პროტესტი გრძელდება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სტუდენტები და მოსწავლეები ერთიანდებიან.

 

“დილის მარშს” სტუდენტები და მოსწავლეები მართავენ.

 

პროტესტს სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის სტუდენტები უერთდებიან. ისინი რუსთაველის მეტროდან კულტურის სამინისტროსკენ მსვლელობით გაემართებიან.

 

მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, სანამ ხელისუფლება კანონს უკან არ გაიწვევს, მანამდე აქცია-მსვლელობებს გამართავენ.

 

დღეს, 15:00 საათზე ასევე დაგეგმილია მარში საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც მომიტინგეები მოქალაქეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

 

18:00 საათზე კი ახალგაზრდები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები