spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი, ივანიშვილის რუსული ხელისუფლება კი უსახური ლოალისტების გამოყენებით, თავს ესხმის ვენეციის კომისიას და ეჭვქვეშ აყენებს მის კომპეტენციას, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ანტიევროპულად მიიჩნევს და კრემლის კანონთან ავლებს პარალელს.

 

“ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ორგანოა საკონსტიტუციო და სამართლებრივ საკითხებში. ეს არის ყველაზე მაღალი რანგის  ევროპული, სამართლებრივი შეფასების ორგანო, რომლის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე პირდაპირ საუბრობს ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაში.

 

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი, ივანიშვილის რუსული ხელისუფლება კი უსახური ლოალისტების გამოყენებით, თავს ესხმის ვენეციის კომისიას და ეჭვქვეშ აყენებს მის კომპეტენციას. 

 

ამის საპირწონედ, მინდა, საზოგადოებამ  იცოდეს, რა წერია ამ 24-გვერდიან დასკვნაში – წერია, რომ რუსული კანონი არ აკმაყოფილებს ლეგიტიმურობის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, ზღუდავს გამოხატვის, შეკრებისა და პირადი ცხოვრების თავისუფლებას. რუსული კანონის ფორმაც და შინაარსიც არის ანტიდემოკრატიული და შესაბამისად, ანტიევროპული. ის პირდაპირ პარალელს ავლებს კრემლის კანონთან და ამბობს, რომ ამერიკულ კანონთან არაფერი აქვს საერთო აღნიშნულ კანონს.

 

და ბოლოს, ვენეციის კომისია ღიად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს “რუსული კანონი” მისი გამოუსწორებელი ნაკლოვანებების გამო”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები