spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – მზად ვართ, პირად ინტერესზე მაღლა დავაყენოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მათ შორის, მზად ვართ, საერთო სიისთვის

როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ისე მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ჩვენ მზად ვართ, პირად ინტერესზე მაღლა დავაყენოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მათ შორის, მზად ვართ, საერთო სიისთვის, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა ერთად დგომააა საჭირო.

 

“მაშინ, როდესაც ქვეყანა არის გადამწყვეტი არჩევნების წინ, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ერთიანობა. ჩვენ ვხედავთ სტრატეგიული კურსის ცვლილებას და ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას.  ამ დროს აუცილებელია, რომ ყველა ვიდგეთ ერთად, იმიტომ, რომ ერთად ვართ უფრო ძლიერები. 

 

ამისათვის, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ისე მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ჩვენ მზად ვართ ამისათვის, მათ შორის იმისათვისაც, რომ პირად ინტერესზე მაღლა დავაყენოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მათ შორის, მზად ვართ, საერთო სიისთვის, თუმცა ამისათვის, რა თქმა უნდა, მარტო ჩვენი მზაობა არაა და მნიშვნელოვანია, ყველამ გაითავისოს ამისი მნიშვნელობა, ისტორიულობა და ერთიანობის მნიშვნელობა”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები