spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – არ გამოვრიცხავ, სხვა მაღალჩინოსნებზეც, ან თავად ივანიშვილზე გავრცელდეს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაფუძნებული ფაქტები

არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ივანიშვილის სხვა მაღალჩინოსნებზეც, ან თავად ივანიშვილსა და მის გარემოცვაზეც გავრცელდეს ამგვარ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაფუძნებული ფაქტები, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამგვარი ტიპის ინფორმაციები საფუძვლად ედება პერსონალურ სანქციებს.

 

“დარწმუნებული ვარ, აშშ-ს აქვს ბევრი სადაზვერვო ინფორმაცია, რომლებიც მათ შორის  შემდეგ საფუძვლად ედება სანქციების გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი ინფორმაცია დაედო საფუძვლად ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას.

 

არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ივანიშვილის სხვა მაღალჩინოსნებზეც, ან თავად ივანიშვილსა და მის გარემოცვაზეც გავრცელდეს ამგვარი სადაზვერვო ინფორმაციაზე დაფუძნებული ფაქტები, რომლებიც, ვეჭვობ, საფუძვლად დაედება შემდგომ ინდივიდუალურ სანქციებს ” , – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

“რადიო თავისუფლება” ვაშინგტონიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები