spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პავილიონისი – ივანიშვილმა ნიღაბი სრულად მოიხსნა და ბრძოლა გამოუცხადა დასავლეთს და თავისივე საზოგადოებას

ივანიშვილმა ნიღაბი სრულად მოიხსნა და ბრძოლა გამოუცხადა დასავლეთს და თავისივე საზოგადოებას. ის ამაზე არ შეჩერდება და გააგრძელებს საქართველოს რუსეთთან დაახლოებას. ამაში 100 %-ით დარწმუნებული ვარ, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა  “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

 

“ამერიკელებს შეუძლიათ შემოიღონ ინდივიდუალური სანქციები, ისევე როგორც მათ ეს წარსულში აქვთ გაკეთებული, მაგალითად მოლდოვას შემთხვევაში. ახლა შეხედეთ, მოლდოვაში შესანიშნავი ვითარებაა. მოლდოვამ უკრაინასთან ერთად მოლაპარაკებები დაიწყო, საქართველო კი ჩამორჩება ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. ეს ასევე შეეხება ნატოს.

 

ივანიშვილმა ნიღაბი სრულად მოიხსნა და ბრძოლა გამოუცხადა დასავლეთს და თავისივე საზოგადოებას. ის ამაზე არ შეჩერდება და გააგრძელებს საქართველოს რუსეთთან დაახლოებას. ამაში 100 %-ით დარწმუნებული ვარ, სწორედ ამიტომ, ჩემი კითხვა, მოწოდება არის და ამ კითხვას, ვაშინგტონში ყოველ ჩემს შეხვედრაზე წამოვწევ – დაუწესდება თუ არა ივანიშვილს სანქციები? ადამიანს, რომელიც ცდილობს შეაჩეროს საქართველოს, მოწინავე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის რუსულ ჭაობში წაიყვანოს”,  – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები