ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საუბარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხება.
მისივე თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის.
“აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ. საქართველოს შესახებ საკითხი არის დღის წესრიგში. ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება“, – განაცხადა ბორელმა.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.