spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა

ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, არაერთხელ მოუწოდეს “ქართულ ოცნებას”, რომ ნუ მოაწერენ ხელს ქვეყნის ღალატს, თუმცა მათ არც ქართველი ხალხის და არც დასავლელი პარტნიორების მოწოდებები.

 

“ღალატთან ივანიშვილის პარტიას დავტოვებთ მარტო, ჩვენ კი შევუერთდებით საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე, სადაც არის ნამდვილი საქართველო. მინდა ვთხოვო ყველას, რომ შემოგვიერთდნენ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს რამდენიმე წუთში უყრის კენჭს.

 

პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები