“სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს, მსოფლიო ბანკს შავ სიაში ჰყავდა, 2020 წლიდან კი აშშ-ის მიერ სანქცირებულია.
“კომპანია, რომელიც დღეს ანაკლიის გამარჯვებულად, თავისი ქვეკონტრაქტორებით, გამოგვიცხადა ბატონმა დავითაშვილმა:
2009-2017 წლებში შავ სიაში ჰყავდა მსოფლიო ბანკს;
2020 წლიდან დასანქცირებული ჰყავს ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტს.
მათი შავი საქმეების შესახებ ხვალ უკვე დეტალებში უფრო მეტს მოგიყვებით”, – წერს ხიდაშელი.
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა და ის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.