უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 508 780 (+1130) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.06.24-მდე: ტანკები – 7740 (+12), ჯავშანტექნიკა – 14 947 (+12), საარტილერიო სისტემები – 13 066 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1088 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 815 (+0), თვითმფრინავები – 357 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 10 617 (+30), ფრთოსანი რაკეტები – 2230 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 27 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 18006 (+101), სპეციალური ტექნიკა – 2181 (+17).