spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლაშა ფარულავა – გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსული კანონი არის მოქმედებაში. ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაგვესხნენ თავს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ორგანიზებული თავდასხმა იყო.

 

“გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ბანდიტების მხრიდან. ეს ჩაიდინა  ივანიშვილის პარტიამ. რა თქმა უნდა, მისი შექმნილია ეს ორგანიზებული ჯგუფი, მისი ხელმძღვანელობით, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაგვესხნენ თავს და ფაქტობრივად, დაარბიეს ჩვენი სამუშაო ოფისი, ცენტრალური ოფისი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსული კანონი არის მოქმედებაში”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს წუხელ, გვიან ღამით უცნობი პირები თავს დაესხნენ. პარტიის ინფორმაციით, თავდამსხმელებს ხის ხელკეტები ჰქონდათ, რითაც დამტვრეულია სხვადასხვა ნივთი. შსს-მ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები