თერჯოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალფეროვანი აქტივობები მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარებისთვის მერიის ინიციატივით გაიმართა.
გასართობი სივრცე სპორტის სასახლეშია მოწყობილი, პატარებს კი აქტივობებში ჩართვა 20:00 საათამდე შეეძლებათ.