spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ეს დღე ბევრ რამეს განსაზღვრავს

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს დღე ბევრ რამეს განსაზღვრავს და პირველ რიგში, იმ მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის ირგვლივ თანხმობას, რომელიც პრეზიდენტმა დადო, როგორც გზამკვლევი, როგორც რუკა საქართველოს ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის”  ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს ქარტია არ გულისხმობს არჩევნებზე საერთო სიას.

 

“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს დღე ბევრ რამეს განსაზღვრავს და პირველ რიგში, იმ მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის ირგვლივ თანხმობას, რომელიც პრეზიდენტმა დადო, როგორც გზამკვლევი, როგორც რუკა საქართველოს ევროპულ გზაზე.

 

ამ გეგმით და ამ გეგმაში ჩაწერილი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპებით უნდა შევიდეთ ევროპულ ოჯახში. ამიტომ, ამ ხელმოწერას აქვს არა მხოლოდ უბრალოდ თანხმობის დატვირთვა.

 

ჩვენ ვიწყებთ ამ პროცესს და იმედი მაქვს, ყველა პარტია შემოუერთდება. რთულია ახსნა, თუ რატომ არ უჭერ მხარს ამ ინიციატივას და პირველ რიგში, ხალხის იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერა ექნება ამ ინიციატივას.

 

ეს ქარტია არ გულისხმობს ერთიან საარჩევნო სიას. რაც შეეხება მთავრობის დაკომპლექტების ახალ მოდელს, პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ სიახლე იყოს, რომ მომავალი მთავრობა იყოს უფრო პროფესიული ნიშნით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიაზე პოლიტიკოსების  ხელმოწერის ვადა დღეს იწურება. ამ წუთებში  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურ ლიდერებს ელოდებიან, სადაც ისინი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიაზე ხელს მოაწერენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები