spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაისში 1 153 ბენეფიციარს 346 145 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მაისის თვეში 1 153 ბენეფიციარს 346 145 ლარის დახმარება გაეწია.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 181 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 159 430 ლარი გამოიყო; 95 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 17 483 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 34 პაციენტი 31 212 ლარით დაფინანსდა; 109 მრავალშვილიანი ოჯახი 26 200 ლარით დაფინანსდა; 304 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 340 ლარით დაფინანსდა; 100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200 ლარი ჩაერიცხა;

 

ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

 

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები