spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ვდებთ პირობას, რომ კოალიციური ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის

ვუერთდებით დოკუმენტს და ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ, კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს ევროკავშირში”, – ამის შესახებ  საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ “ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

 

“დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეროვნული ამოცანა და მიზანი, რომლის გადარჩენაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. 

 

ამ დოკუმენტის ფარგლებში გაიწერა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც საქართველოს შეუძლია, რომ წარმატებით გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ამიტომ მივიჩნიეთ აუცილებლად, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ხელი მოეწერა აღნიშნულ დოკუმენტზე.

 

ჩვენ ვუერთდებით ამ დოკუმენტს და ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ, კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს ევროკავშირში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები