spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – “ოცნებას” ოფიციალურად დაანონსებული აქვს ამ ქვეყნის ჩრდილოეთ კორეად და ირანად ქცევა

“ოცნებას” ოფიციალურად დაანონსებული აქვს ამ ქვეყნის დახურვა, ამ ქვეყნის ჩრდილოეთ კორეად და ირანად ქცევა, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს სჯერათ, რომ მათ წინააღმდეგ სანქციებს არავინ დააწესებს.

 

“ოცნებას” ოფიციალურად დაანონსებული აქვს ამ ქვეყნის დახურვა, ამ ქვეყნის ჩრდილოეთ კორეად და ირანად ქცევა.

 

განცდა აქვთ, რომ მათი იზოლაცია არ მოხდება, ქვეყნის იზოლაცია აქვთ დაანონსებული, ხომ ხედავთ? ერთმანეთის მიყოლებით იძახიან, რა სანქციები, არასერიოზულიაო. მგონი, მართლა დააჯერეს ერთმანეთი ამ ლაპარაკში, რომ მათ პირადად არაფერი ემუქრებათ და აი, იქ, ვირტუალურ ვიღაცებს და სხვებს ექნებათ პრობლემა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები