spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ჩვენ ამ პოლიტიკური ზიანის მიუხედავადაც კი მზად ვართ ერთიანი სიისთვის

ერთიანი სია პანაცეად არ უნდა ვაქციოთ. “ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციურ ველზე დიდი მხარდამჭერები გვყავს. ჩვენთვის ეს პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე შეიძლება არც იყოს სასურველი, რომ გავერთიანდეთ და ხმები და მანდატები გადავანაწილოთ, – ამის შესახებ “ნაციონალურ მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

“ერთიანი სია პანაცეად არ უნდა ვაქციოთ. ჩვენ, “ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციურ ველზე დიდი მხარდამჭერები გვყავს, 600-650 ათასი ამომრჩეველი გვყავს და ეს რამდენიმე არჩევნების შედეგებით დასტურდება. 

 

ჩვენთვის ეს პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე შეიძლება არც იყოს სასურველი, რომ გავერთიანდეთ და ხმები და მანდატები გადავანაწილოთ, მაგრამ ჩვენ ამ პოლიტიკური ზიანის მიუხედავადაც კი მზად ვართ ერთიანი სიისთვის. 

 

ჩვენთვის, ეს არ არის პარტიული არჩევნები, ეს უნდა იყოს არჩევნები, სადაც ხალხმა უნდა დაამარცხოს ოლიგარქიული რუსული რეჟიმი.

 

ამიტომ, ამ მთავარი და დიადი მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ ყველა შეთანხმებაზე წავსულიყავით, მაგრამ ვხედავთ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს სხვა შეხედულებები აქვთ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები