spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უილიამ კორტნი – გადამწყვეტი იქნება საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში

საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე. ეს მოახდენს საქართველოს მომავალზე ზეგავლენას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს არ უნდა წაერთვას დემოკრატიული მომავალი და დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს შეფერხება, რომ საქართველოს ამაში მხარი დაუჭიროს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“აგენტების კანონმა” საზოგადოებრივი უზარმაზარი პროტესტი გამოიწვია. გადამწყვეტი იქნება საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში. ღირებულებებზე დამოკიდებული ურთიერთობა არსებობდა 30 წლის განმავლობაში, რასაც ამჟამად ძირი გამოეთხრება, ურთიერთობები გაუარესდება, თუ მოხდება მანიპულაციები 2024 წლის არჩევნებზე. 

 

“ქართულმა ოცნებამ” შეიძლება გამოაცხადოს სხვადასხვა ორგანიზაციები მიუღებლად, მაგალითად, ახლა მიდის ბრძოლა სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ და შეიძლება უფრო რეპრესიული ზომები გაატაროს საქართველოს ხელისუფლებამ. შეიძლება გაიყინოს ამერიკული იმ ორგანიზაციების აქტივები, სადაც ამერიკელები მუშაობენ.

 

საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე. ეს მოახდენს საქართველოს მომავალზე ზეგავლენას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს არ უნდა წაერთვას დემოკრატიული მომავალი და დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს შეფერხება, რომ საქართველოს ამაში მხარი დაუჭიროს”, – განაცხადა უილიამ კორტნიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები