spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მთავრობის განკარგულებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 180 000 ლარის ოდენობით – კაპიტალური გრანტი მიიღო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 180 000 ლარის ოდენობით – კაპიტალური გრანტი მიიღო.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გრანტი მუნიციპალიტეტს ფინანსური მართვისა და სამიზნე მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის გამოეყო.

 

მუნიციპალიტეტისათვის გრანტის განსაზღვრა გატარებული საბიუჯეტო ღონისძიებებისა და პროცესების შეფასების საფუძველზე განხორციელდა.

 

“მოგეხსენებათ,რომ ფინანსთა სამინისტროსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის 2023 წელს საბიუჯეტო მიმართულებით განისაზღვრა ამოცანები და სამიზნე მაჩვენებლები,რომელთა შესრულება ჩვენ საანგარიშო პერიოდში მოსახლეობასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საკრებულოსთან თანამშრომლობით წარმატებით შევძელით”, – განმარტავს ბორჯომის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია პაიჭაძე.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები