spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – მნიშვნელოვანია ის დაკვეთა, რომელიც ამ ახალგაზრდობას და ამ საპროტესტო ტალღას აქვს პოლიტიკური სპექტრის მიმართ

მნიშვნელოვანია ის დაკვეთა, რომელიც ამ ახალგაზრდობას და ამ საპროტესტო ტალღას აქვს პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ეს არის უპრეცედენტო ერთიანობის და კონსოლიდაციის მოთხოვნა გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის და მისი ბანდის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საპროტესტო ტალღის მთავარი ძალა ახალგაზრდობაა.

 

“მთავარი საინიციატივო ბირთვი, მთავარი გამწევი ძალა ამ უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის არის ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც სასწაულს ახდენს თბილისის ქუჩებში, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც და მთელ მსოფლიოში ბევრს აღაფრთოვანებს, თუმცა მნიშვნელოვანია ის დაკვეთა, რომელიც ამ ახალგაზრდობას და ამ საპროტესტო ტალღას აქვს პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ეს არის უპრეცედენტო ერთიანობის და კონსოლიდაციის მოთხოვნა გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის და მისი ბანდის წინააღმდეგ, ამიტომ მიხეილ სააკაშვილიც მზად არის, რომ გადადოს თავისი პირადი, ჩვენი პარტიაც მზად არის გადავდოთ ჩვენი პირადი და პარტიული ინტერესები უკან და ვემსახუროთ ხალხის დაკვეთას, ეროვნულ ნებას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან მთავარი ძალა ამ საპროტესტო ტალღის”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები