spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – რისთვის მიდიან?! მათთვის ხომ დასავლეთი მტერი და გლობალური ომის პარტიაა

რისთვის მიდიან?! მათთვის ხომ დასავლეთი მტერი და გლობალური ომის პარტიაა. შეიკრიბებიან მდიდრულ სასტუმროში, ერთმანეთს ჭიქებს მიუჭახუნებენ და წვეულებას მოაწყობენ – რა გზავნილია ეს ან მსოფლიოსთვის, ან ქვეყნის შიგნით მოსახლეობისთვის?!, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბერლინში მათ არც ერთი მაღალჩინოსანი არ შეხვდებათ.

 

“კითხვა მექნებოდა “ქართული ოცნების” ლიდერებთან – თუ ისინი მართლა აპირებენ ბერლინში წასვლას, რისთვის მიდიან?! მათთვის ხომ დასავლეთი მტერი და გლობალური ომის პარტიაა. რისი დემონსტრირება სურთ იქ წასვლით, მით უმეტეს, რომ უკვე ცნობილია, გერმანიის არც ერთი მაღალჩინოსანი მათ არ შეხვდებათ. 

 

ბატონი კალაძე, კობახიძე, კობიაშვილი და “ოცნების” ერთი-ორი დეპუტატი შეიკრიბებიან მდიდრულ სასტუმროში, ერთმანეთს ჭიქებს მიუჭახუნებენ და წვეულებას მოაწყობენ – რა გზავნილია ეს ან მსოფლიოსთვის, ან ქვეყნის შიგნით მოსახლეობისთვის?! 

 

ეს არის მორიგი მცდელობა თავისი თავისა და მომხრეების გამხნევების, რომ – “აი, ჯერ კიდევ შეგვიძლია ევროპაში გადაადგილება”. 

 

თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, ბერლინში “ოცნების” და “რუსული კანონის” წინააღმდეგ რამხელა დემონსტრაციები ეწყობოდა. ალბათ, ამ ხალხისგან დამალვა მოუწევთ. აგერ ძალოვნებს მივლინებებს უფორმებენ, რომ წაიყვანონ და იქ მშვიდად იარონ. 

 

ასე რომ, ნულია, კაპიკია ამის ფასი და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ “ქართული ოცნება”, ღარიბაშვილები, კობახიძეები, კალაძეები არიან მარტო ერთმანეთის იმედად და ალბათ, ერთმანეთის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ ცოტა ხანში”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ბერლინში 21 ივნისს მიღებას გამართავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები