ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა, საბერძნეთის კუნძულ სუმიზე გარდაცვლილი იპოვეს.
პოლიციის ინფორმაციით, ცხედარი აგია მარინას მიდამოში, აგიოს ნიკოლაოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ნახეს, სადაც მოსლი სასეირნოდ წავიდა.
გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
67 წლის ტელეწამყვანს 5 ივნისიდან ეძებდნენ, მას შემდეგ, რაც ის კუნძულზე სასეირნოდ მარტო წავიდა.