ქონებრივი სანქციები უკვე განიხილება, სიები შედგენილია. რაც დააგროვეს ქურდობით, ყველაფერი დალევს ჩაილურის წყალს, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების სიაში 500-700 კაცია მოხვედრილი.
“ეს სანქციები მოენატრებათ მალე, რადგან დღის წესრიგშია ქონებრივი სანქციები იმ ასპექტით, რაც დააგროვეს ქურდობით, ყაჩაღობით და მთელი მერილენდი და მანჰეტენი რომ იყიდეს – აი, ეს ყველაფერი დალევს ჩაილურის წყალს.
ქონებრივი სანქციები უკვე განიხილება, სიები შედგენილია. 500-700 კაცია ქონებრივ და სავიზო სანქციებში. აშშ-ის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ქართველი ხალხისთვის აღკვეთა მცდელობები ჩვენი სახელმწიფოსთვის წაერთმიათ სუვერენიტეტი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-დან დაბრუნდა, სადაც ერთი კვირის განმავლობაში კონგრესსა და სენატში შეხვედრები გამართა.