spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს, მიატოვოს საქართველო, ქართველი ხალხი გადამწყვეტ ბრძოლაში

თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს, მიატოვოს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, – ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მომავალ არჩევნებში ივანიშვილის “ბანდა” დამარცხდება.

 

“თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს მიატოვოს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება არის უცვლელი, რომ ჩვენ გვსურს ევროპაში სრულუფლებიანი ინტეგრაცია და ერთადერთი დამაბრკოლებელი არის ივანიშვილის ბანდა, რომელიც ინსტრუქციებს იღებს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, ივანიშვილი და მისი ბანდა ერთი მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის და მეორე მხრივ, დასავლური სამყაროსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში სინთეზი – ქართველი ხალხის ბრძოლა  ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის ბანდას მომავალ არჩევნებში”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები