spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან და ჩვენ ბრძოლას ხედავენ

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრორუსული მთავრობა გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მეზობელი ქვეყანა, შევძელით და  ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა შევინარჩუნეთ, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აშშ-ისა და ევროპის სახით  საქართველოს დიდი მხარდამჭერები ჰყავს.

 

“ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან და ჩვენ ბრძოლას ხედავენ იქ მყოფი ლიდერები და ეს არის განსაკუთრებული აღფრთოვანების საგანი, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრორუსული მთავრობა გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მეზობელი ქვეყანა – ჩვენ შევძელით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ვიბრძვით  დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა შევინარჩუნეთ”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები