spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ყველა ის ადამიანი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს, ჩვენთვის არ იქნება მიუღებელი

სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი სხვა კანდიდატურა იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმების  საგანი, ჩვენთვის არ იქნება მიუღებელი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

 

“სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი სხვა კანდიდატურა იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმების  საგანი, ამიტომ, ჯერ ნაადრევია საუბარი, ეს შეთანხმება არ შემდგარა.

 

ყველა ის ადამიანი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, ჩვენთვის არ იქნება მიუღებელი თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას  განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ კი საარჩევნოდ მათთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები