ოპოზიციური კანდიდატისთვის რთული იქნება ამ საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, თუმცა თუ ის იქნება ერთიანი კანდიდატი, რა თქმა უნდა, შანსები გაიზრდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
“მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება განსხვავებული წესით და მიუხედავად იმისა, თუ რა კონფიგურაცია იქნება პარლამენტში, 150 ხმოსანი იქნება საკრებულოებიდან და საკრებულოებში უმრავლესობა აქვს “ოცნებას”, შესაბამისად, ოპოზიციური კანდიდატისთვის რთული იქნება ამ საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, თუმცა, თუ ის იქნება ერთიანი კანდიდატი, რა თქმა უნდა, შანსები გაიზრდება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ კი საარჩევნოდ მათთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.