spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რევაზ მიშველაძე – ღმერთმა ნუ ქნას, ვიზალიბერალიზაცია ვინმემ წაგვართვას, მაგრამ თუ წაიღებენ, არც მაგაზე მოვიკლათ თავი

ღმერთმა ნუ ქნას, ეს სიმწრით მოპოვებული ვიზალიბერალიზაცია ვინმემ წაგვართვას, მაგრამ, თუ წაიღებენ, არც მაგაზე მოვიკლათ მე და შენ თავი. საქართველოს ქართველი დაუბრუნდეს, აქ ვაშენოთ, – ამის შესახებ მწერალმა რევაზ მიშველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ღირსეული გაიმარჯვებს, ღირსეულში კი “ქართული მეობის დამბრუნებელ, ქართული სიამაყის დამბრუნებელ, ღირსების სახელმწიფოს ამშენებელ ხელისუფლებას” მოიაზრებს.

 

“მერე რა, რომ დამამცირებელ საქმეზე, იტალია, ინგლისი, გერმანია და ამერიკა უფრო მეტ ფულს გაძლევენ შენ, ჩემო საცოდავო ქალბატონო, რომელიც წახვედი საზღვარგარეთ. სამაგიეროდ, შენი ქვეყანა დაგრჩა აქ, შენი შვილები დაგრჩა აქ. ამ თვალსაზრისით, იცოდეთ, მე ასეთი წინათგრძნობა მაქვს: ღირსეული გაიმარჯვებს. ღირსეულში მე, ქართული მეობის დამბრუნებელ, ქართული სიამაყის დამბრუნებელ, ღირსების სახელმწიფოს ამშენებელ ხელისუფლებას ვხედავ – ამიტომ ვუჭერ მხარს, თორემ საკამათო მასთან ბევრი რამ მაქვს”, – განაცხადა რევაზ მიშველაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები