spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – ორი თვეა, წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას, ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ

ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ,  დღევანდელი “ქართული ოცნება”, რომელიც კრიმინალურ ბანდად არის გადაქცეული, ეყრდნობა ორ რესურსს, ესენია, “ქეციანი ზონდერები” და მოძალადე პოლიციელები, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ორი თვეა, რაც მასზე თავდასხმის საქმეზე არავინ დაუკავებიათ.

 

“დღევანდელი “ქართული ოცნება”, რომელიც კრიმინალურ ბანდად არის გადაქცეული, ეყრდნობა ორ რესურსს. ესენია, ეს “ქეციანი ზონდერები”, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან და თავს ესხმიან და მეორე, მოძალადე პოლიციელები, რომლებსაც ხელი რომ ახლონ, ჩამოეშლებათ მთელი ეს ძალადობრივ-ბანდიტური სახელისუფლებო ვერტიკალი. 

 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს  სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა, წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას.

 

ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება და სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები ჰყავს ქვეყანას”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები