spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – დარწმუნებული ვარ, ფაშინიანი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, რაც საქართველოს ინტერესიც არის გრძელვადიან პერსპექტივაში

სულაც არ არის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ის, რაც ხდება საქართველოსა და სომხეთში. ორივეგან რუსეთის ინტერესებია. დასავლური ორიენტაციის მქონე სომხეთი და საქართველო რეგიონში, პრაქტიკულად, სრულიად ცვლიან  გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს, – ამის შესახებ არმენოლოგმა და ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთს სომხეთში მთავრობის დამხობა, ხოლო საქართველოში შენარჩუნება სურს. 

 

“სულაც არ არის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ის, რაც ხდება საქართველოში და სომხეთში. საინტერესოა ის, რომ ორივეგან რუსეთს აქვს დიდი დაინტერესება, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში ეს არის ხელისუფლების შენარჩუნება, სომხეთის შემთხვევაში კი დამხობა. თუმცა, კარგი ის არის, რომ ასე არასდროს დამთხვევია ერთმანეთს სომხეთისა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ინტერესები და სამწუხაროდ, საქართველოში არის ხელისუფლება, რომელიც ვერ აცნობიერებს თუ რამხელა შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან, როდესაც ხელისუფლება ასე მკაფიოდ ამბობს უარს თავის დასავლურ კურსზე, იმიტომ, რომ დასავლური ორიენტაციის მქონე სომხეთი და საქართველო რეგიონში, პრაქტიკულად, სრულიად ცვლიან  გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს და იმ რეალობას, თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება, შეიქმნას.

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ფაშინიანი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, რაც საქართველოს ინტერესიც არის გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

რუსეთმა სომხეთის ტერიტორიაზე შექმნა ე.წ. “სომეხი ჯვაროსნების” გაერთიანება, რომლებმაც სომხეთში პოლიტიკურ პროცესებს პედალირება უნდა გაუკეთონ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ფაშინიანმა ზუსტად დასვა ყველა სასვენი ნიშანი. რაც სომხეთი დამოუკიდებელია, ასეთი ტრანსფორმირებული და ასეთი მნიშვნელოვანი სომხურ-ამერიკული ურთიერთობები არ ყოფილა.

 

სხვათა შორის, სომხეთი სულ ამბობს, რომ ჩვენ ვჩქარობთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან ჩვენ უნდა მივყვეთ მას და ბოლოს და ბოლოს საქართველოს სახით ევროპასთან ჩვენ საზღვარი გვექნებაო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ დასავლეთისკენ”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

 

ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს დემონსტრანტები და პოლიცია დაუპირისპირდა. დაკავებულია 80-მდე ადამიანი. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები