spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დანიგანი – ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ “გლობალური ომის პარტია” და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში

ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ “გლობალური ომის პარტია” და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-მა საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია და ამერიკა საქართველოს მისწრაფებებს მხარს უჭერს.

 

“გულსატკენი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა, გავიმეორო აშშ-ის ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, ეს არის მომავალი, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ ათწლეულების განმავლობაში და ეს არის მომავალი, რომლის მხარდაჭერასაც შეერთებული შტატები გააგრძელებს. 

 

სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ “გლობალური ომის პარტია” და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა. რადგან ამ ქვეყანაში ჩვენი ისტორია 32 წელზე მეტია, არის ხალხებს შორის ძლიერი კავშირების ისტორია, ამერიკელებს და ქართველებს შორის ღრმა ურთიერთობების, სამედიცინო, განათლების სფეროებში პარტნიორობის ისტორია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაზიარების ისტორია, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის ისტორია. 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გავუწიეთ”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები