ისეთი სია უნდა შეიქმნას, ერთიანი იქნება ეს თუ ცალ-ცალკე, რომელიც მაქსიმალური რაოდენობის ადამიანს მოიყვანს არჩევნებზე და ადამიანების უდიდეს რიცხვს წაართმევს “ოცნებას”, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
“ისეთი სია უნდა შეიქმნას, ერთიანი იქნება ეს თუ ცალ-ცალკე, რომელიც მაქსიმალური რაოდენობის ადამიანს მოიყვანს არჩევნებზე და ადამიანების უდიდეს რიცხვს წაართმევს “ოცნებას”.
წინა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ცალ-ცალკე რომ გავედით კალაძის წინააღმდეგ, ჩვენ მივიღეთ 10 ათასი ხმით მეტი და რომ გაერთიანდა 5-იანის ქვეშ მელიას კოალიცია, 52 ათასით ნაკლები ხმა მიიღო ამ კოალიციამ. ასეთ რაღაცებზე უნდა ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.