spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შვეიცარია მშვიდობის ახალ სამიტზე პუტინის დასწრების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ვლადიმერ პუტინს შეუძლია დაესწროს შვეიცარიის მიერ ორგანიზებულ შემდგომ პოტენციურ სამშვიდობო კონფერენციებსა და მოლაპარაკებებს უკრაინასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის მიუხედავად, – ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამერდმა განაცხადა.

 

“დიახ, თუკი კონფერენციისთვის აუცილებელია სახელმწიფო მოღვაწის დასწრება, მაშინ შეიძლება გამონაკლისი დადგეს და  რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შემთხვევაში, ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იქნებოდა, მაგრამ ეს უნდა იყოს მთავრობის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამერდმა.

 

მისი სიტყვები შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნასიო კასისმაც დაადასტურა. მისი თქმით, ამის ორგანიზება შესაძლებელია.

 

“როგორც მასპინძელ სახელმწიფოს, შეგვიძლია გამონაკლისი დავუშვათ“, – აღნიშნა მან.

 

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მეორე სამშვიდობო სამიტი შესაძლოა, ჩატარდეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, თუმცა ჯერ უცნობია სად და კონკრეტულად როდის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები